ვინ ვართ ჩვენ ? MYSOIL.GE – მიწა N1 მოგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით აგროსფეროში.
ხელს ვუწყობთ როგორც სასათბურე  ასევე გარე მებაღეობის განვითარებას.
ვამზადებთ საუკეთესო ნიადაგს, სხვადასხვა მინარევებით, როგორც დამკვეთის მოთხოვნით ასევე სტანდარტულად ყველა მცენარისთვის საუკეთესო საკვები ნივეთიერებებით გაჯერებულს, რომელიც საკმარისია ზოგიერთი მცენარის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის  პერიოდიში.
ვიცით, რომ საუკეთესო ნიადაგი არის ის, რომელიც ფორმირდება ბუნების მიერ, თუმცა დღეს გვაქვს საშუალება ხელოვნურად ვაქციოთ ნიადაგი უფრო ნაყოფიერი.

  • გვაქვს სხვადასხვა სამუშაო პირობები:
  • საცერი – გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერი ზედა ფენისგან მოვაშოროთ სიბინძურე. კერძოდ: ქვა, კენჭი, ფესვები, პოლიეთილენის ნარჩენები და სხვა, რომელიც ხელს უშლის ხანგრძლივი ურთიერთქმედების შედეგად ნაყოფიერი  ნიადაგწარმომქნელ ფაქოტრებს და ასევე ხელს უშლის მცენარის ფესვების შეუფერხებლად ზრდას.
  • წისქვილი (ე.წ. დრაბილკა) – გამოიყენება  ნიადაგში არსებული მკვრივი ბელტების დასაშლელად.
  • ამრევი (ე.წ. მეშალკა) – გამოიყენება სხვადასხვა დანამატების შესაზავებლად ნიადაგში. (მაგ: ტორფი, პერლიტი, გადამწვარი ნაკელი და სხვა.)
  • სატვირთო ავტომობილი – დისტრიბუციისთვის (FORD TRASNIT & VOLKSWAGEN TRANSPORTER)
  • ტერიტორია – სამუშაო ადგილი, სადაც ვახდენთ წარმოებას
  • ადამიანური რესურსი – ადგილობრივი მოსახლეობა რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობით.

გვაქვს სხვადასხვა დანამატები მიწაში შესაზავებლად:

მინერალებით გამდიდრების მეთოდოლოგია:

  • ტორფი – შემადგენლობა: თეთრი ტორფი – 80%, შავი ტორფი – 20%, Ph: 5.5-6.5.
    უზრუნველყოფს მცენარის ტენინაობას, ჰაერაციას და მცნარის ზრდის სტიმულირებას, რაც ქმნის ოპტიმალურ პირობას მცენარის ძლიერი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
  • ქოქოსი ( სუბსტრაქტი, ძაფები, ბოჭკო ) – წყალს შთანთქავს მარტივად, ფესვის განვითარებას უწყობს ხელს, აფხვიერებს მიწას. 
    უზრუნველყოფს ნარგავების სრულფასოვან განვითარებას.
  • აგროპერლიტი – მისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, პერლიტი ინერტულია, ქიმიურად და ბიოლოგიურად მდგრადია.
    გააჩნია წყლის შთანთქმის კარგი უნარი, აფუებული პერლიტი იწოვს 400%-მდე წყალს.
    დიდი ხნით ინარჩუნებს ნესტს, ეხმარება მცენარეს აერაციაში (განიავება, ვენტილაცია) და ხელს უშლის ნიადაგში ობის წარმოქმნას, იცავს მცენარეს ლპობისგან.
  • გადამწვარი ნაკელი –  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი (9 წლის სუფთად შენახული), იმის გამო, რომ ნაკელი სრული სასუქია, მისი ეფექტი ყოველგვარ ნიადაგზე, თითქმის ყველა კულტურის ქვეშ იძლევა შესამჩნევ ეფექტს.
     ნაკელი მცენარისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს და ამასთან ერთად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს.

ზემოთ ჩამოთვლილი მინარევები თესლის გაღვივებისა და აღმოცენებისათვის  სავსებით საკმარისია, თუმცა აღმონაცენი თუ უნდა გავზარდოთ ამ სუბსტრატში ვეგეტაციის ბოლომდე, მას უნდა დავუმატოთ მიწა.

1 კუბზე პროცენტულად რომ განვსაზღვროთ შეზავებული მზა პროდუქტის შემცველობა მიახლოებით  ასეთია: ტორფი – 20%; ქოქოსი – 20%; აგროპერლიტი – 10%; გადამწვარი ნაკელი – 20%; სილა – 10%; მიწა – 20%

გამზადებულ მინარევს ვათავსებთ წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა მოცულობის სათავსოში (5-10-20-50 ლიტრიან შეფუთვებში), რათა ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი იყოს ყველასთვის.
შეფუთვა იქნება გამჭვირვალე, ბრენდირებული, დატანილი იქნება ანოტაცია და სხვა საჭირო ინფორმაცია.

სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტით მომარაგდება ყველა აგრო მაღაზია.

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ლაბორატორიული ანალიზები და სერთიფიკატები.

სამომავლო გეგმები და მიზნები:

  • უმაღლესი ხარისხის სასუქების იმპორტი
  • უმაღლესი ხარისხის შესაწამლი პრეპარატების იმპორტი
  • იმპორტი მებაღის აქსესუარების, როგორც მიწის, ასევე მცენარის მოსავლელი
  • ადგილობრივი სასათბურე მეურნეობის მშენებლობა და მოწყობა
  • არსებული სათბურების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა
  • გარე პირობებში დიდი ფართობის მიწის მომზადება-დამუშვება
  • სარწყავი სისტემების მონტაჟი
  • ხალხის მოზიდვა და დასქამება სოფლის მეურნების დარგში
  • პრეზენტაციების და ტრენინგების ჩატარება (კვალიფიკაციის ამაღლება)

ვინ ვართ ჩვენ ?