შესაწამლი აპარატი 16 ლიტრი
თქვენი მცენარეების შესაწამლად ან ფოთლოვანი კვებისთვის, შესაწამლი აპარატი 16 ლიტრი.
თუ გადაწყვეტთ ბოსტნის და ბაღჩის გაშენებას, სხვა მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, აუცილებლად დაგჭირდებათ.
მოცულობა: 16 ლიტრი.
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ კულტურული მცენარეების მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებითა და საშუალებებით შეიარაღდეთ.
დღეს მცენარეთა დაცვის საშუალებები უამრავია და მათი მოხმარება არცთუ ისე იაფია.
გარდა ამისა, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები ძლიერმოქმედი ტოქსიკური შხამებია და, უმეტეს შემთხვევაში. ხასიათდება უარყოფითი ზემოქმედებით შინაურ ცხოველებსა და გარემოზე. აუცილებელია შეწამვლის ვადების, წამლობის დოზების და გამოყენებისას სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვა.
ქიმიური საშუალებების გარდა, არსებობს არაერთი ბიოლოგიურად უსაფრთხო და იაფი საშუალება კულტურულ მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.
ბევრს ალბათ ვერც წარმოუდგენია, რა ძვირფასი მცენარეა ნიორი. არა მარტო კერძებსა და სამკურნალო საშუალებებში, არამედ მებოსტნეობისა და, განსაკუთრებით, ეკოლოგიური ბიომეურნეობის საქმეში.
სხვა ბოსტნეულისა და მწვანილეულის დათესვისას არ დაგავიწყდეთ ნიორი. ნიორი თქვენ ნაკვეთზე გაშენებული მცენარეების მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი სამკურნალო საშუალებაც გახდება.
კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ – გამოიყენება ნივრის და ქრისტესისხლას ნაყენი. 5-6 თავი ნიორი გაურჩევლად დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1,5 კგ დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, დაფარეთ ეს მასა ცხელი წყლით და დააყოვნეთ 5-6 დღე.
შემდეგ გაწურეთ და შეასხურეთ კარტოფილს და მის ქვემოთ მიწას. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა. ძლიერი მოქმედების ფიტონციდებთან ერთად, რომლებიც აფრთხობს ბაღ-ბოსტნის მავნებლებს.
ნიორი შეიცავს ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული მოქმედების ძვირფას შენაერთებს, და ეფექტურად ებრძვის სოკოვან დაავადებებს. მისი ნაყენი გამოიყენება ფიტოფტოროზის, ჟანგას, ქეცის, ბაქტერიოზის, ნაცრისფერი სიდამპლის და სხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის ნაყენი ეფექტურია სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და დაავადების ადრეულ სტადიებზე.
თუ პროფილაქტიკური ღინისძიებები არ გაგიტარებიათ, ნაყენი მცენარეებს უნდა შეასხუროთ სოკოვანი ინფექციების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე.
მასობრივად გავრცელებულ დაავადებას ნივრის ნაყენი ვეღარ ერევა და საჭიროა ქიმიური საშუალებების მიხმარება.
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ და პროფილაქტიკისთვის მზადდება ნივრის კონცენტრირებული ნაყენი: 0,5 კგ გატარებულ ნიორს დაასხით 5 ლ თბილი წყალი. თავდახურული გააჩერეთ ერთი საათით, გადაწურეთ და დარჩენილ მასას ისევ დაასხით 1 ლ თბილი წყალი. დააყოვნეთ კიდევ ერთი საათი, გადაწურეთ.
ორივე ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ წყალი, შეავსეთ 10 ლიტრამდე.
Reviews
There are no reviews yet.