მცენარეები, ნიადაგი

40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება

40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება

40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება

40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება.
თქვენს სახლში მზის სხივის ნაკლებობამ არ უნდა შეგაჩეროთ მცენარის ქონისგან.
ეს მცენარეები, რომლებსაც მზის სხივი არ სჭირდება, შესანიშნავია დამწყებთათვის და სიცოცხლეს შესძენს ნებისმიერ სივრცეს – რაც არ უნდა ბნელი იყოს იგი!

 

1. ზამიოკულკასი

ZZ-plant

ცნობილი, როგორც “მარადისობის ხე” ან “ZZ ხე” (Zamioculcas zamiifolia) – არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსავლელი ოთახის მცენარე.
მას არამარტო ძალიან ცოტა მზის სხივებით შეუძლია არსებობა, არამედ გვალვაგამძლეა!
იყავით ფრთხილად, რომ ზედმეტად არ მორწყათ მცენარე (დააკვირდით ფოთლების შეფერილობას) და უფრთხილდით ასევე მის წვენს მოვლის დროს, რადგან ხშირად ადამიანებში იწვევს ალერგიას.

2. აგლაონემა

CHINESE-EVERGREEN

ცნობილი, როგორც “chinese evergreen” – არის არაჩვეულებრივი არჩევანი დამწყები მებაღისთვის. არ სჭირდება ბევრი სინათლე, ასევე გვალვაგამძლეა და უძლებს მშრალ ჰაერს.
ყვავილობის დროს წარმოქმნიან ლილიების მსგავს ყვავილებს და ძალიან კარგი გამოსავალია მათი დახმარებით ოთახის ცარიელი ადგილის შევსება, ვინაიდან მაღალი იზრდება.
ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო მუქია მცენარე, მით უფრო მეტი სინათლე სჭირდება. ამიტომ აარჩიეთ ღია ფერის მცენარე მეტად ბნელი ადგილისთვის.

3. დრაცენა

Dracaena

მიუხედავად იმისა, რომ დრაცენა გამოირჩევა 50-ზე მეტი ჯიშით, “Dracaena Massangean”- ს ხის მსგავსი სახე აქვს და იატაკის დეკორაციას ნამდვილად კარგად ასრულებს.

მას ურჩევნია მზის არაპირდაპირი სხივები და ბუნებრივი ჰაერის გამწმენდი საშუალებაა! 40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება.

4. ასპიდისტრა

Cast-Iron-Plant

ეს მცენარე ძალიან გამძლეა გარემოპირობების მიმართ. ერთადერთი საშიშროება არის მისი გადაზედმეტებული მორწყვა. ნელა იზრდება, მაგრამ ძალიან რთულია მისი მოკვლა.
აუცილებელია მისი ფოთლების კვირაში ერთხელ სველი ნაჭრით გაწმენდვა.

5. მონსტერა

Monstera

მონსტერა ცნობილი, როგორც “Swiss cheese plant” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცენარეა სახლის ინტერიერის გასალამაზებლად.
გარდა იმისა, რომ სივრცეს საოცარ ტროპიკულ იერს სძენს, ასევე ნატურალური ჰაერის გამწმენდია.

6. “ვერცხლის დედოფალი”

Silver-Queen

აგლაონემა “ვერცხლის დედოფალი” არის მარტივი მცენარე დამწყებთათვის, ასევე საოცრად უხდება ინტერიერს.
ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ მათთვის ადგილის შერჩევისას არის ის, რომ ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ.

7. ბენჟამინის ფიკუსი

Weeping-Fig

ბენჟამინის ფიკუსი იგივე “WEEPING FIG” ასევე მშვენიერი გამოსავალია სახლის ან ოფისის ინტერიერის გალამაზებისთვის.
მას სჭირდება რუტინული მორწყვა და სწორი გასხვლა, რომ ასე მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

8. ხამედორეა

PARLOR-PALM

ხამედორეა ანუ “PARLOR PALM” იზრდება მაღალი და არაჩვეულებრივია ინტერიერის გასამრავალფეროვნებლად. სჭირდება ზომიერი ზრუნვა, უყვარს მზის არაპირდაპირი სხივები და ნაკლები სინათლე, ხელოვნურ განათებაზეც კი შესაძლებელია მისი გაზრდა.
მორწყვა სჭირდება მხოლოდ მაშინ, როცა მისი მიწა გამოშრება. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე მოკვდება.
ამ მცენარის ქონა ვიქტორიანულ ეპოქაში სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა.

9. დრაკონის ხე

DRAGON-TREE

დრაცენას კიდევ ერთი ჯიში დრაკონის ხე ანუ Dracaena Marginata გამოირჩევა მწვანე ფოთლების წითელი კონტურებით.
მისი მოკვლა თითქმის შეუძლებელია, უბრალოდ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. 40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება.

10. ქოლგისებური პალმა

Cyperus-alternifolius

ქოლგისებური პალმა იგივე “Cyperus-alternifolius” შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერში ფერისა და ფორმის შესატანად.
ის ძალიან კარგად ხარობს ჩრდილიან ადგილას, შეგიძლიათ ქოთანი დადგათ წყლიან თეფშზე, რომ მუდმივად ჰქონდეს ტენიანობა.

11. პლატისერიუმი

Staghorn-Fern

ეს უცნაური გვიმრა ასევე ცნობილი, როგორც “ანტილოპას ყურები”, არაჩვეულებრივი დეკორაციაა ოთახისთვის. მისი ორიგინალური და ექსტრავაგანტული ფოთლები ნამდვილად მიიქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას.
მას მხოლოდ ხელოვნურ სინათლეზე არ შეუძლია არსებობა, მიუჩინეთ ადგილი არაპირდაპირ მზის შუქზე.

12. საგო პალმა

JAPANESE-SAGO-PALM

ეს მარტივად მოსავლელი მცენარე იდეალურ კალიფორნიულ ატმოსფეროს შესძენს ნებისმიერ სივრცეს.

13. გველის მცენარე

Snake-Plant

გველის მცენარე იგივე “დედამთილის ენა” – ძალიან გავრცელებული და მარტივად მოსავლელი მცენარეა.
მისი მოვლა იმდენად ადვილია, რომ შეუძლია წყლის და მზის სხივების გარეშე კვირობითაც კი გაძლოს.

14. დაჭრილფოთლება გვიმრა

SWORD-FERN

ეს დიდფოთლება და ხშირი მცენარე ნამდვილად ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება.
მას უყვარს ნოტიო კლიმატი, ამიტომ განათავსეთ ის აბაზანაში ან ხშირად დანამეთ. ასევე სასურველია მაღალ-მჟავიანობით გამორჩეულ ნიადაგში მოათავსოთ.

15. დიფენბახია

Dumb-Cane

დიფენბახია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცენარეა და ყურადღებას იქცევს მისი ფოთლების გარდამავალი გრადაციით.
ამ მცენარესთან აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგან მისი წვენი შხამიანია, ამიტომ მოარიდეთ ბავშვებსა და ცხოველებს.

16. კოლოკაზია

Elephants-Ear

იგივე სპილოს ყურები დღესდღეობით ასევე ძალიან პოპულარული მცენარეა.
მას ადვილად ეწვება ფოთლები, ამიტომ ნუ მოათავსებთ პირდაპირ მზის სხივებზე.

17. სპატიფილუმი

Peace-Lily

იგივე “მშვიდობიანი ლილი” იდეალური მცენარეა შედარებით ბნელი ოთახისთვის. მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მისი ნიადაგი 3 სანტიმეტრზე გამოშრება.
ის წელიწადში რამდენჯერმე ყვავილობს და არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს.

18. ფიკუსი პუმილა

Creeping-Fig

იგივე “Creeping Fig” არის ნელა მზარდი მცოცავი მცენარე და მისი მოვლა ძალიან მარტივია.
მორწყვა სჭირდება მხოლოდ ნიადაგის შეშრობის შემდეგ.

19. კალათეა

Peacock-Plant

კალათეა იგივე ფარშევანგის მცენარე ოდნავ განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეებისგან. არ უყვარს დაბალი ტემპერატურა და სჭირდება ხშირი მორწყვა.
მისი ფერად ორნამენტებიანი ფოთლები მარტივად იქცევს ყურადღებას.

20. ადიანტუმი

Maidenhair-Fern

გვიმრის ეს სახეობა საჭიროებს ხშირად მორწყვას და ოდნავ უფრო ნათელ ადგილს არაპირდაპირ მზის სხივებზე.

21. იღბლიანი ბამბუკი

Lucky-Bamboo

მისი გაზრდა შესაძლებელია როგორც მიწაში, ასევე წყალში.
ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსავლელი მცენარეა.

22. ინგლისური სურო

English-Ivy

ეცადეთ ეს სურო მოათავსოთ ბოძთან ან კედელთან ახლოს, რათა აუყვეს მას. რაც უფრო ნათელია ადგილი, მით უფრო კარგად იზრდება ეს მცენარე.

23. პანდას მცენარე

Panda-Plant

ეს სახელი შეერქვა მისი ვერცხლისფერ-თეთრი ბეწვის მაგვარი ბუსუსების გამო. მას უყვარს ჩრდილი, ამიტომ განათავსეთ თქვენი სახლის ყველაზე ბნელ ადგილას და მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა შეუშრება ნიადაგი.

24. ბრომელიადი

Bromeliad

ეს ტროპიკული მცენარეები არაჩვეულებრივი არჩევანია სახლისთვის. იგი ყველანაირ სივრცეს გაალამაზებს და შეუძლიათ მხოლოდ ფლორესცენტული განათებით სიცოცხლე.
უყვართ ნესტი, ამიტომ განათავსეთ აბაზანაში ან სამზარეულოში.

25. ობობის მცენარე

Spider-Plant

ქლოროფიტუმი იგივე ობობის მცენარე ძალიან პოპულარულია და მოვლაც ძალიან ადვილია.
განათავსეთ ის ფანჯრის რაფაზე ან ჩამოკიდებულ ქოთანში.

26. კალათეა ლანციფოლია

Rattlesnake-Plant

იგივე “Rattlesnake Plant” ასევე პოპულარული და გამორჩეული სილამაზის მცენარეა. უყვარს ნესტი და ეცადეთ ყოველდღიურად ასხუროთ წყალი.

27. მარანტა

Prayer-Plant

მარანტა იგივე მლოცავი მცენარე უნიკალური და მარტივად მოსავლელია. მლოცავი უწოდეს მისი ფოთლების გამო, რომელიც საღამოს შუაში იკეცება.
უფრთხილდით ობობის ქსელებსა და მოათავსეთ ტენიან ადგილას.

28. ფრინველის ბუდე

Birds-Nest-Fern

ეს გვიმრა ჩიტის ბუდეს ჰგავს, აქვს ტალღოვანი ფოთლები, რაც უნიკალურს და განსხვავებულს ხდის მას.

29. ფილოდენდრონი

Philodendron

ასევე უწოდებენ მიჯნურის მცენარეს, მისი ფოთლების ფორმის გამო.
თუ თქვენი მცენარის ფოთლები უფრო ჩაჭრილია, ანუ მცენარე ვერ იღებს საკმარის შუქს. დადგით განათებულ, მაგრამ არაპირდაპირი მზის სხივებზე.

30. პეპერომია

Peperomia

პეპერომიას 1000-ზე მეტი სახეობა არსებობს – დაწყებული მცირე მკვრივი მწვანე ფოთლებიდან დამთავრებული ფერადი ფოთლებით.
მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა ფოთლები არ დაეწვას.

31. ჰავორტია

Pearl-Plant

ამ მცენარეს “ზებრა კაკტუსს” და “მარგალიტის მცენარესაც” უწოდებენ. ეს ალოეს მსგავსი მცენარე მგრძნობიარეა სიცივის მიმართ და ზაფხულის დასაწყისში ყვავის პაწაწინა მოყავისფრო ყვავილებით.

32. ბეგონია რექსი

Rex-Begonia

ბეგონია რექს ცნობილია თავისი ფერადი ფოთლებით და უპირატესობას ანიჭებს საშუალო და დაბალ განათებას.

33. ეპიპრემნუმი

Devils-Ivy

ეპიპრემნუმი იგივე ეშმაკის სურო (ეს სახელი დაერქვა, რადგან ყველაზე ცუდ პირობებშიც კი ცოცხლობს და სხვა მცენარეებს “ახრჩობს”) ძალიან მარტივი მოსავლელია და შესანიშნავი მცენარეა დამწყებთათვის.
არაჩვეულებრივად ყვავის დაკიდებულ ქოთანში.

34. სინგორიუმი

Arrowhead-Plant

რეგულარული გასხვლა არის ის, რაც ამ ლამაზ მცენარეს სჭირდება, რომ შენობაში აყვავდეს.

35. ანთურიუმი

Anthurium

ეს მცენარეები კარგად ყვავის საშუალო და დაბალი სინათლის პირობებში და თქვენს სახლს ანიჭებს გამორჩეულ სილამაზეს.
რეგულარულად მორწყეთ და დაატენიანეთ ნიადაგი.

36. იაპონური სეჯი

Japenese-Sedge~

ამ დეკორატიულ ბალახს უყვარს ჩრდილი, რაც მას შესანიშნავ მცენარედ აქცევს. 40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება.

37. პოლიპოდიუმი

Bears-Paw-Fern

ამ უნიკალურ და მიმზიდველ მცენარეს აქვს ლურჯ-მწვანე “ბეწვიანი თათები”, რაც შესანიშნავად გამოიყურება ინტერიერში.
მას ასევე დათვის თათებს უწოდებენ.

38. ქაღალდის მცენარე

Paper-Plant

ქაღალდის მცენარის სახელი მიენიჭა ვინაიდან მისი ფოთლები ძალიან მყიფეა (ქაღალდის მსგავსად) და მგრძნობიარეა ცივი ან მშრალი პირობების მიმართ.
თუ ფოთლები გაუყვითლდა მოარიდეთ მზის სხივებს. 40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება.

39. პითონია

fittonia

მას აქვს მრავალი ფერადი ჯიში და დიდი პოპულარობით სარგებლობს პატარა ოთახის მცენარეებში.
მიუხედავად იმისა, რომ სიფერადეს ანიჭებენ სივრცეს, მათი შენარჩუნებაც უფრო რთულია. უყვარს მუდმივი ტენიანობა, მოათავსეთ აბაზანაში ან რეგულარულად აფრქვიეთ წყალი.

40. ასპარაგუსი

Asparagus-Fern

მისი მოვლა უფრო ადვილია, ვიდრე სხვა გვიმრების, რადგან მას არ სჭირდება ტენიანი გარემო.
უყვარს დაბალი განათება. 40 საუკეთესო მცენარე რომელსაც მზის სხივი არ სჭირდება.

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *