GreenLab
MYSEED
MYSUN
shavi-miwa
0 items / 0 ₾
Menu
shavi-miwa shavi-miwa
0 items / 0 ₾
კატეგორიები
  • შავი მიწაშავი მიწა
  • სასუქებისასუქები
  • მცენარეთა დაცვამცენარეთა დაცვა
  • ბაღის აქსესუარებიბაღის აქსესუარები
  • მომსახურებამომსახურება
  • მთავარი
  • პროდუქტები
  • ჩვენ შესახებ
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • MYSEED.GE
Piranha 250 ml
მთავარიShopსასუქები Piranha 250 ml
Previous product
Rhino Skin 500 mL
Rhino Skin 500 mL 75 ₾
Back to products
Next product
B-52 250 ml
B-52 250 ml 50 ₾

Piranha 250 ml

80 ₾

შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი მცენარის ფესვების ზომა და მათი სიმძლავრე.
ფესვები თქვენი მცენარის სიძლიერის საფუძველია , სწორედ მისი საშუალებით ხდება წყლისა და საკვები ნივთიერებების მიღება , რათა მცენარემ მოახერხოს გაზრდა და ყველასთვის სასურველი კვირტების გამოღება.
გამოიყენეთ Piranha სასარგებლო სოკოების ფესვების ზონაში მოსათავსებლად, მათი დახმარებით ფესვებში გაიზრდება ტენიანობა, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს ერთი-ორად გააძლიერებს.
  • გააზავეთ 2 მლ პირანია 1 ლიტრ წყალში და დაუსხით მცენარეს
კატეგორია: სასუქები ჭდე: Advanced Nutrients, სასუქი
  • აღწერა
  • მიმოხილვა (0)
აღწერა

Piranha 250 ml

Piranha 250 ml თქვენ უკვე შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი მცენარის ფესვების ზომა და მათი სიმძლავრე. ფესვები თქვენი მცენარის სიძლიერის საფუძველია , სწორედ მისი საშუალებით ხდება წყლისა და საკვები ნივთიერებების მიღება , რათა მცენარემ მოახერხოს გაზრდა და ყველასთვის სასურველი კვირტების გამოღება. გამოიყენეთ Piranha სასარგებლო სოკოების ფესვების ზონაში მოსათავსებლად, მათი დახმარებით ფესვებში გაიზრდება ტენიანობა, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს ერთი-ორად გააძლიერებს. მისი დახმარებით იღებთ თქვენი მცენარის ზრდის გარანტიას და უკვე შემდგომ , ყვავილობის პერიოდში უხვი მოსავლიანობის შესაძლებლობას.

Piranha 250 ml – ფესვთა ზონის მკვებავია , რომლის კომპონენტებიც მცენარეს მდიდარი მოსავლიანობის გარანტიას უქადიან. დაფიქრდით , როგორი იქნებოდა დედამიწის მოსავლიანობა , თუ მის ნიადაგში არსებული მილიონობით სასარგებლო სოკო არსებობას შეწყვეტდა. ბუნება უნაყოფო , მკვდარ უდაბნოდ გადაიქცეოდა. ეჭვგარეშეა ჩვენ ვერ მივიღებდით ისეთ სამყაროს , როგორში ცხოვრებად გვსურს. და თუ ასეა , რატომ ვაიძულებთ ჩვენს მცენარეებს , რომ იგივე დამთრგუნველი და მძიმე პირობები განვიცადოთ , რომელიც თავადაც არ გვსურს?

ჰიდროპონური ფესვების ზონა სტერილურია და ყოველგვარი ჩარევის გარეშე , მათ მცირედით თუ შეუძლიათ ხელი შეუწყონ მცენარის აყვავებას და მის უხვ მოსავლიანობას. სოკო ამისთვის საჭირო აუცილებელი მეომარია , რომელიც აძლიერებს და ამტკიცებს ფესვთა ზონას ასევე ზრდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვის უნარს. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა თქვენს მცენარეში საჭირო ეთერზეთების გასაღვივებლად.

რაც უფრო კარგად ზრუნავთ თქვენს რიზოსფეროზე , მით უფრო დიდია მოსავლიანობის ალბათობაც.  ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც , რომ სასარგებლო მიკრობების გარეშე , დედამიწაზე მცენარეები საერთოდ არ გაიზრდებეოდნენ. მარტივად რომ ვთქვათ , თქვენს მცენარეს გაზრდისა და განვითარების საუკეთესო შანსები იქნება , თუ მდიდარი ბიომასის ნაერთებით გავზრდით ნიადაგს . თავად ბუნებაც ხომ სწორედ ასე იქცევა.  ეს გასაგებს ხდის იმ ფაქტს , თუ რატომ ამატებენ გამოცდილი გროვერები მცენარის ფესვის ზონაში სოკოებს.

რა თქმა უნდა , ისინი ფარულად , უხილავად და ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად იზრდებიან, მაგრამ ნუ მოტყუვდებით , მცენარის ფესვების ზონა მიღებული მოსავლის პირდაპირპროპორციულია. აი რაშია საქმე , სოკოები სიმბიოზურ ურთიერთქმედებაში შედიან ფესვთა ზონასთან, როდესაც ბუნების მთავარ დამხმარეს თქვენი მცენარის ნიადაგში დაამატებთ , ისინი შეძლებენ გარდაქმნან საკვები ნივთიერებები მცენარისათვის ხელმისაწვდომ ფორმებად , რომლებსაც შემდგომ თქვენი ფესვები მარტივად აითვისებენ. ორგანული კვების დროს თქვენი რიზოსფერო რჩება სუფთა და მავნე ნარჩენებისგან დაცული.

თქვენი მცენარის ფესვები უფრო ძლიერი და ჯანსაღი ხდება , რაც თავისთავად ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ათვისებას. მცენარეები ტოლერანტულები ხდებიან წყლის , მზარდი გარემოსა და მისი ცვლილებების მიმართ. ეს უბრალოდ რამდენიმე სარგებელია იმ გრძელი სიიდან , რომლის მოტანაც სოკოებს თქვენს ნიადაგში შეუძლიათ. თქვენ შეიძლება მოულოდნელად დაკარგოთ უხვი მოსავლის მიღების შანსები , მხოლოდ იმიტომ ,, რომ თქვენს მცენარეში ფესვების ზონას ყურადღება არ მიაქციეთ. ჩვენი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი გროვერებიც კი აფასებენ სოკოების ძალას მაშინვე , როგორც კი ხედავენ მათი დახმარებით მიღებულ კაშკაშა ფოთლებს , რომლებიც პირველივე კვებიდან რამდენიმე საათის შემდგომ უფრო ჯანსაღები ხდებიან.

თუმცა საჭიროა გაითვალისწინოთ , რომ მხოლოდ სოკოები მცენარის უხვ მოსავლიანობას ვერ განაპირობებენ , ისინი ხელს შეუწყობენ მცენარეებს უკეთ მიიღონ ის საკვები დანამატები , რომლებსაც მათ თქვენ მიაწვდით . მსოფლიოს საუკეთესო გროვერები სოკოს დანამატს ემხრობიან და აფასებენ. უძლიერესი მიკრობიოლოგების მიერ ჩატარებული მრავაწლიანი კვლევები ამტკიცებენ , რომ Piranha 250 ml არის იდეალური გამოსავალი , რომელიც ფესვების ზონას დააბალანსებს და გააძლიერებს. ჩვენ არ დავიშურეთ ხარჯები და დრო ამ დანამატის შექმნისას , რათა მიგვეღო განსაკუთრებულად ეფექტური მოსავლის გამაძლიერებელი შედეგები.

როდესაც თქვენს მცენარეებს Piranha 250 ml-ს მიაწვდით , მაქსიმალურად გაიზრდება ფესვების განვითარების პოტენციალი , რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ ოპტიმალური მოსავალი. ისინი შექმნიან სუფთა , კარგად დაბალანსებულ რიზოსფეროს , რომელიც გააუმჯობესებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვას , მცენარეში არსებული ეთერზეთების ბიომასის გაზრდას . თქვენი მცენარე ფესვის ზონის განვითარების პროცესს დროში გაასწრებს , მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მიკრობების სამყარო ერთდროულად რთულიცაა და შთამაგონებელიც. ჩვენმა მეცნიერებმა წლები გაატარეს იმის შესწავლაში , თუ როგორ მუშაობდნენ ბაქტერიები და სოკოები უფრო დიდი მოსავლიანობის შესაქმნელად , რის გამოც ჩვენ ასევე დავამზადეთ Piranha 250 ml… ბაქტერიების უნიკალური შტამი , რომელიც ხსნის ფოსფორს და კალიუმს თქვენს ფესვთა ზონაში. სხვა სიტყვებით  რომ ვთქვათ , თქვენი მცენარეები ამ ორი მაკროელემენტიდან მიღებული სარგებლით საბოლოო ჯამში უფრო დიდი მოსავლიანობით გაჯილდოვებენ.

თქვენ შეგიძლიათ Piranha-ს გამოყენება სხვა ფესვების მაზის გამაფართოებლებთან ერთად ,Voodoo Juice სთან ან Tarantula სთან ერთად. (ჩვენი გროვერების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა) . ამის გაკეთებით თქვენ მცენარეს ისეთ პირობებს შეუქმნით , როგორიც დედამიწის ყველაზე ნოყიერ მიწაზე ამოსულ მცენარეებს გააჩნიათ.

დიდი და ეფექტური ფესვთა ზონა აუცილებელია კანაფის ზრდა-განვითარებისთვის. მიეცით თქვენს საყვარელ მცენარეს შესაძლებლობა , გამოავლინოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი. შეიძნეთ Piranha უახლოეს ავტორიზებულ მაღაზიებში

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Piranha 250 ml“ კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი პროდუქტები

B-52 250 ml
Close

B-52 250 ml

50 ₾
Rhino Skin 500 mL
Close

Rhino Skin 500 mL

75 ₾
Connoisseur Coco Bloom AB 500 mL
Close

Connoisseur Coco Bloom AB 500 mL

90 ₾
PH Perfect Micro 1 liter
Close

PH Perfect Micro 1 liter

65 ₾
Connoisseur Coco Grow AB 500 mL
Close

Connoisseur Coco Grow AB 500 mL

90 ₾
Revive 500 mL
Close

Revive 500 mL

75 ₾
logo-miwa-n1
საქართველო, თბილისი, ი. აბაშიძის 86
Phone: 555 310 420
მეილი: blackheaven.agro@gmail.com
ჩვენი მაღაზიები
  • თბილისი, ვაკე. ი. აბაშიძის 86
  • თბილისი, დ. დიღომი , GREEN LAB (გუდვილი)
  • თბილისი, გლდანი აკაკი ვასაძის 13
  • ბათუმი, ზ. გორგილაძის 63 GREEN LAB
  • თელავი, ერეკლე II მოედანი GREEN LAB
ლინკები
  • MYSEED.GE
  • MYSUN.GE
  • GREENLAB.GE
  • CANNAPEDIA.GE
  • CONTACT US
2020 DEVELOPED BY MYSOIL• მაისოილი
  • შავი მიწაშავი მიწა
  • დრენაჟიდრენაჟი
  • მცენარეთა დაცვამცენარეთა დაცვა
  • სასუქებისასუქები
  • ბაღის აქსესუარებიბაღის აქსესუარები
  • მომსახურებამომსახურება
Shopping cart
close