MYSOIL.GE – ის, რაც შენს მცენარეს სჭირდება!
ბრენდის შექმნა
ბრენდი შეიქმნა ორი ძმის მიერ, რომელთაც სურდათ გაეგრძელებინათ ბაბუის საქმიანობა – ადამიანის, რომელსაც უზომოდ უყვარდა მიწასთან მუშაობა და მცენარეთა მოვლა. სწორედ ამ ადამიანის ხედვა, გამოცდილება და შრომის სიყვარული გახდა ბრენდის შექმნის შთაგონება.
ბრენდის მიზანი
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი და ნოყიერი ნიადაგი ყველაფრის საწყისია, როგორც ჯანსაღი მცენარის, ასევე უხვი მოსავლისა.
ამიტომ ვქმნით ჯანსაღ, ორგანულ პროდუქტებს, რათა ხელი შევუწყოთ როგორც სასათბურე, ასევე გარე მეურნეობის განვითარებას.
სამწუხაროდ, თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინტენსიურმა მეთოდებმა, შხამ-ქიმიკატების ჭარბმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბუნების ბალანსი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვამზადებთ საკვები ნივთიერებებით გამდიდრებულ ნოყიერ ნიადაგს, რომელიც შეიცავს მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროორგანიზმებს, რაც ეხმარება მცენარეს შექმნას ძლიერი ფესვთა სისტემა, რაც, დაგვეთანხმებით, ჯანსაღი მცენარის ზრდის საწინდარია.
ჩვენ გვჯერა, რომ მიწასთან მუშაობა კურნავს და ამშვიდებს ადამიანს.
ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ოჯახური მემკვიდრეობა, რომლის გაგრძელება და განვითარებაც ჩვენი დიდი სურვილია.
მაისოილის გუნდი
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც ამოძრავებთ ერთი მიზანი, რათა მიწათმოქმედება და ორგანული მეურნეობა უფრო განავითარონ.
გუნდი მუდმივად ვითარდება, ვცდილობთ მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებს.
მუდმივად მზად ვართ ნებისმიერ მომხმარებელს გავუწიოთ სრული კონსულტაცია და დავეხმაროთ შეარჩიოს მისთვის მორგებული სუბსტრატის სახეობა.
ჩვენი პროდუქცია
ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს 100%-ით სუფთა, შავ ნოყიერ და შეზავებულ ნიადაგს, ტორფს, პერლიტს, გადამწვარ ნაკელს, ქოქოსსა და სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებს სუბსტრატის სახით.
მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტებს როგორც სხვადასხვა მოცულობის შეფუთვებით, ასევე კუბურად.
შესაძლებელია სხვადასხვა შემადგენლობის სუბსტრატის დამზადება, რაც ქმნის მრავალფეროვან არჩევანს ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის.
შესაძლებელია სხვადასხვა ზომის საცერზე დამუშავება, გვაქვს მიტანის, გაშლისა და მოსწორების სერვისი.
ვამარაგებთ სხვადასხვა ტიპის ობიექტებსა და მაღაზიებს.
ჯანსაღი ნიადაგი ყველაფრის საწყისია
ცვლილება პატარა ნაბიჯებით იწყება – ბაღის გაშენებით, ორგანული სუბსტრატით, ფესვებზე ზრუნვით.
სწორედ ეს პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებას – მდგრად გარემოსა და ჯანსაღ მომავალს.
ასე რომ, თუ გსურთ თქვენი მცენარე გაიზარდოს ჯანსაღად, ჩვენ მუდმივად მზად ვართ მოგაწოდოთ ორგანული, 100%-ით სუფთა სუბსტრატი.
კომპანიის იურიდიული დასახელება: შპს მიწა N1
საიდენტიფიკაციო კოდი: 405571885
მისამართი: თბილისი, ნასაგური, ნახშირგორის IV ჩიხი.
საკონტაქტო ნომერი: +995593538983; +995555327275