გადამწვარი ნაკელი
თუ გსურთ, რომ მინიმალური დანახარჯებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანოთ, ამისთვის სასარგებლო ელემენტებით მდიდარი, ორგანული სასუქი გამოგადგებათ, რომელიც მცენარეს სრულფასოვან ზრდა-განვითარებაში დაეხმარება. სწორედ ორგანული სასუქები აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებენ ნიადაგს მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობენ ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას. ორგანული სასუქია ნაკელიც, რომელიც მცენარისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს.
ნაკელის გამოყენება
სწორედ იმიტომ, რომ ნაკელი სრული სასუქია, მას კარგი ეფექტი აქვს ყველა ტიპის ნიადაგზე და თითქმის ყველა კულტურისას იძლევა შედეგს. გადამწარი ნაკელის გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა უკეთესი შედეგისთვის რეკომენდირებულია მისი გაზაფხულზე გამოყენება. მშრალი ნაკელი დაყარეთ მიწაზე, 4-5 კგ 10 კვ.მ-ზე პროპორციით.
გადამწვარი ნაკელი კუბური მიწოდებით
ეს სასუქი გამოსადეგარია ფაქტიურად ყველა მცენარისთვის. ნაკელში შედის ყველა საჭირო მაკრო და მიკრო ელემენტები. ისეთები, როგორიცაა: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი. მცირე რაოდენობით შეიცავს ბორს, სპილენძს, თუთიას, მოლიბდენსა და კობალტს. ნაკელი ერთ-ერთი საუკეთესო ორგანული სასუქია, რომლის შეტანის შემდეგ მოსავლიანობა 30-50% მატულობს. ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა დაახლოებით 4-5 წელია.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.